ქვევრის ღვინო- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ქალაქ ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან წურწუმია და ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა. ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას ქართული სტუმართმოყვარეობის, ადამიანთა ურთიერთობისა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღმნიშვნელი ტრადიციებით. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქვევრის ღვინო- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ქვევრის ღვინო- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ქვევრის ღვინო- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა - საზეიმო მიღე...
culturegovge culturegovge
საქართველო - ღვინის სამშობლო! ღვინის 8000 წლიანი ისტორია!
HISTORY GEO
„ ლაღიძის წლები" და „ღვინო ქვევრსი" იუნესკოს არამატერიალური...
Radio Atinati
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
bii hehe
ქვევრის ღვინო და საოჯახო ლუდი
Business Media Georgia