● იუდა

03/16/2013
TheApokaliptos-ის მიერ

როგორი იყო ? . . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეჯავრებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა!
- დღესაც აქ არის, არ გაიგუდა . . .

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭