ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

22.02.2024 01:04

ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა და უკრაინელი სამხედროების მიერ ავდეევკის დატოვებამ უნდა მიიქციოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების ყურადღება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობის მხრივ. „დარწმუნებული ვარ, რომ ნავალნის ხსოვნისადმი პატივისცემის საუკეთესო გზაა, რომ არ მიეცეს პუტინს ბრძოლის ველზე გამარჯვების საშუალება და უზრუნველვყოთ უკრაინის უპირატესობა.“- თქვა სტოლტენბერგმა. მან ასევე უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზეც ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: