გალის რაიონის მკვიდრი - ლიანა ზაქარაია

02/15/2021
Radio Atinati-ის მიერ

#ენგურისხიდი #გამყოფიხაზი #Engurisxidi
ერთ-ერთი მათგანი, გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები 71 წლის ლიანა ზაქარაია დაგვთანხმდა ჩაწერაზე და მოგვიყვა, რომ გალიდან პენსიის ასაღებად გადმოვიდა, ცოტა ხანში თანხის მიღებისთანავე კი უკან უნდა დაბრუნდეს. ამბობს, რომ პანდემიამდე საზღვრის კვეთას ოჯახის წევრების მოსანახულებლად და სხვადასხვა საჭიროებისთვის ხშირად ახერხებდა. ახლა კი ენგურს გამოღმა მცხოვრებ ოჯახის წევრებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ახლახან ნათესავი გარდაეცვალათ, ოჯახის წევრებმა მიცვალებული დისტანციურად დაიტირეს.

,,ტელეფონით ვუკავშირდები ჩემებს, ტელეფონის ანგარიშზეც ფულს ისინი მირიცხავენ, რადგან აქ არც არის ჩასარიცხი აპარატი. 46 წლის ახლობელი კაცი გარდაგვეცვალა და დამ მისი ძმა ვერ დაიტირა, ბიძაშვილმა ვერ დაიტირა და ტელეფონით ტიროდნენ. სიკვდილის მეტი არაფერი არ ხდება ჩვენთან... თავისუფლად გადმოვედი, პენსიის ასაღებად ვარ მოსული აქ, რიგში ვდგავარ, ძალიან გვიჭირდა და სულზე მოგვისწრო ამ პენსიამ, ეს პენსია რომ არ იყოს, იქით რასაც ვიღებთ (500 რუბლი) ის არც გვყოფნის, აქაური დახმარებებით ვსულდგმულობთ, ძალიან გვიჭირს. ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები ყველა ზუგდიდში მყავს, ჩვენ თითქმის მოხუცები ვართ გალში დარჩენილები, აქ ახალგაზრდებისთვის არავითარი პერსპექტივა არ არის,“- ამბობს გულისტკივილით ლიანა ზაქარაია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/​
Facebook:   / rado.atinati​  
Twitter:   / atinati1059​  
Instagram:   / radioatinat.  .

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან