იმერეთის რეგიონში უხვი ნალექისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება


იმერეთის რეგიონში უხვი ნალექისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში მუშაობს სპეცტექნიკა და იწმინდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლების შიდა საუბნო გზები. ზოგიერთ დასახლებას ელექტროენერგია ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. ადგილზე კომპანია „ენერგო-პროს“ ჯგუფები მუშაობენ.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, შედარებით მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში, ბაღდათსა და ზესტაფონშია. ათობით სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან