იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება

02.09.2018 01:08

იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება. ამჯერად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში ატარებენ, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონებია დამონტაჟებული. უკვე რამდენიმე დღეში კი თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: