ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში. მერიის ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლებაში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა და „სპეცსერვისების“ თანამშრომლები ამ წუთებში წერეთლის და ფოთის ქუჩებზე მუშაობენ. წყალი სახლებში და სარდაფებში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, იმერეთის რეგიონში სხვა ნაგებობებთან ერთად, წყალი შევიდა სამ სამედიცინო დაწესებულებაშიც. ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობის შედეგები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვდაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ლაგოდეხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster