საგარეჯოში ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყეს


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე დღეიდან გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. პროექტს ამერიკული კომპანია \"ფრონტერა\" ახორციელებს. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს ადგილზე, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო.
„მწარე ხევის\" საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება დღეიდან ხორციელდება.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმაც. მისი განცხადებით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის კუთხით სოფელ იორმუღანლოში გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო, რაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lFYyQr

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან