ქარიშხალი საგარეჯოში
ქარიშხალმა კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა. ძლიერმა ქარმა საგარეჯოს რაიონის ორ სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა: სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლას სახურავი გადახადა, ხოლო ლამბალოს საჯარო სკოლა ნაწილობრივ დააზიანა. თუმცა სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ქარიშხალმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილები, რის გამოც სოფლები გაზის გარეშეა დარჩენილი. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული „კახეთის ენერგოდისტრიბუცია". ამ დროისთვის კახეთში ელექტროენერგია 30 ათას აბონენტს არ მიეწოდება. სტიქიამ ზიანი დედოფლისწყროს რაიონსაც მიაყენა. ქარიშხალმა აქ რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ზარალს სპეციალური კომისია ამ დრომდე ითვლის. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1jbNaL1
მსგავსი ვიდეოები
ქარიშხალი
teona mjavanadze
ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს, მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქარიშხალი „ელზა“ ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქარიშხალი „ლაურა“ ჰაიტიზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქარიშხალი კახეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი
Hurricane Irma in Unaited State / ქარიშხალი ირმა აშშ-ში.
Future Post •
ქარიშხალი ჩვენს ბანაკში (ქარელის რ-ნი სოფ. დოღლაური)
Natia Jalaghania
ქარიშხალი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში - დაღუპულთა რიცხვმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster