რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინის წინააღმდეგ ავიაიერიშები გრძელდება.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ისევ იბომბება. ამჯერად სამიზნედ დნიპრო, ივანო-ფრანკოვსკი და ლუცკი იქცა, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია მარიუპოლი, ხარკოვი. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარიუპოლის, ასევე ქალაქ ნიკოლაევის აღება და კიევის ალყაში მოქცევა და ბლოკირება მოწინააღმდეგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების გადაყვანას აანონსებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. უკრაინული მხარე რუსეთიდან პროვოკაციის მოწყობის მაღალ საფრთხეზე საუბრობს. დასავლეთის მიმართ საყვედურებით სავსე რიტორიკას ინარჩუნებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც საომარი მოქმედებების შესაჩერებლად ამერიკას და ევროპას რუსულ ენერგომატარებლებზე ახალი სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან