რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე კვლავ სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი განგაში გამოცხადდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე იყო გამოცხადებული კიევშიც. ამასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ღამის განმავლობაში უკრაინის ოთხ რეგიონში აქტიური იყო მტრის ტაქტიკური ავიაცია. ავიაიერიშების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და არის მსხვერპლიც. საავიაციო დარტყმები განხორციელდა ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუს სამხედროებთან 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათ შორის კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკის და ბახმუტის მიმართულებით. თუმცა, როგორც კიევში აცხადებენ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ყველა იერიშის მოგერიება შეძლეს.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე გაამახვილა და ასევე ისაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალებზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან