ანდრეი კასიანოვის განცხადება და თავდაცვის სამინისტროს პოზიცია
01/10/2023
სამხედრო დახმარების არ გადაცემის თაობაზე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადების შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება.
თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს, როგორც „ბუკის“ სისტემები უკრაინისგან, ისევ „ჯაველინები“ შტატებისგან ათეულობით მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა. თავდაცვის უწყების განმარტებების მიუხედავად, მეორე დღეა კასიანოვის განცხადება აქტიური განხილვის საგანია პოლიტიკურ წრეებში. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი უკრაინელი დიპლომატის განცხადებაში, საქართველოს ომში ჩაბმის სურვილს ხედავს, ოპოზიციის ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმის გამო, მთავრობას ისევ აკრიტიკებს. მმართველ გუნდში კი კასიანოვს ტონს უწუნებენ და ამბობენ, რომ მიუღებელია წლების განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისგან, წარსულში შესყიდული შეიარაღების გადაცემას ითხოვდე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.