თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და „ჯაველინებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტრო განმარტავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. მათივე ცნობით, ათობით მილიონი დოლარია გადახდილი 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით. „გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც, მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების, „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის წერილი, სადაც ის წერდა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წელს გადმოცემული ბუკის სისტემების დაბრუნებას ითხოვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
თავდაცვის სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster