რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრუიზო რაკეტებით უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში მყოფი გემებიდან განახორციელეს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე გამოყენებულია „კინჟალის“ ზებგერითი რაკეტა. „გრძელ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმები მიტანილია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურეს ნიჟნის სარემონტო ქარხანა, სადაც ბრძოლაში დაზიანებული უკრაინული ჯავშანტექნიკის შეკეთება ხდებოდა. კასპიის ზღვიდან გაშვებულმა კალიბრის ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, ასევე ყირიმის ტერიტორიის საჰაერო სივრციდან გაშვებული „კინჟალის“ ზებგერითი რაკეტებით განადგურებულია კონსტანტინოვკას მახლობლად უკრაინის საწვავი მასალის შემნახველი მსხვილი ბაზა“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვიმ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლი ევაკუირებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდრეი კასიანოვის განცხადება და თავდაცვის სამინისტროს პოზიცი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster