რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკი დაიკავეს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია „რუსეთის ქვედანაყოფებმა ინტენსიური მოქმედებების შედეგად გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფება და დაიკავეს ტორეცკის აგლომერაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი და სტრატეგიული კვანძი“. ამასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის დასახლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ ძერჟინსკის სახელობის ქარხნის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ამ დასახლების რუსების მიერ დაკავება. უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ბრძოლა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინის მხარის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ დასახლების 20%-საკონტროლებენ, ხოლო რუსები წინსვლას მრავალრიცხოვანი სარეზერვო ძალების ხარჯზე ახერხებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია რთულია. დასახლება ნიუ-იორკი დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში, ქალაქ ტორეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ამ მიმართულებაზე შეტევა რუსეთმა 2024 წლის ზაფხულში წამოიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster