კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის...
Formula News
გამოხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდრეი კასიანოვის განცხადება - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კასიანოვი განმარტებებისთვის დაიბარეს
Formula News
მორიგი ბრალდებები უკრაინის მხრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამ კინზინგერის განცხადება - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კასიანოვის სკანდალური ბრალდება - „ქართული ოცნების“ შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster