მორიგი ბრალდებები უკრაინის მხრიდან
უკრაინელი დიპლომატის არადიპლომატიური გზავნილი. ბოლო განცხადების გამო ანდრეი კასიანოვს განმარტებების გაკეთება დასჭირდა. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსების შემოსვლის გამო საქართველოდან უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია არ გამორიცხა. იგივე გამოსვლა პოლიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით ნეგატიურ კონტექსტს შეიცავდა ქვეყნის საგარეო პოზიციონირების კუთხითაც. ოფიციალური თბილისის რეაქცია საკმაოდ მძიმეა. მაშინ, როდესაც საგარეო უწყება კასიანოვის განმარტებებს ისმენდა, უკრაინაში საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდებოდა. მმართველი გუნდი უკრაინელ დიპლომატს ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი დევნილების დასახმარებლად ამოქმედებულ პროგრამებს ახსენებს. იმ ფონზე, როცა ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გზავნილები და მძიმე ბრალდებები ჟღერდება, კასიანოვის განცხადება ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების კონტექსტში განიხილება. უკრაინელი დიპლომატის პოზიციას მძიმე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინული მხარის მორიგი ბრალდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ბრალდებები უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ბრალდება კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არახამიას მორიგი ბრალდებები და ოპოზიციის დღის წესრიგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ბრალდებები კიევიდან თბილისის მხარდაჭერის ფონზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 4 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინული მხარის მორიგი ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდება და პასუხი თბილისიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster