კასიანოვის სკანდალური ბრალდება - „ქართული ოცნების“ შეფასება

24.02.2023 06:32

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა არ დაუკლია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს. ანდრეი კასიანოვმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს „შოიგუს დაკრულზე და უკრაინელი და ქართველი ხალხის სისხლზე მოცეკვავე“  უწოდა. უმწვავესი შეფასება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის საომარი მოქმედებების გარკვეულ ეტაპებზე რუსეთის უპირატესობაზე საუბრობდა. უკრაინელი დიპლომატის კრიტიკის სამიზნეები გახდნენ უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც. ეს ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილების გამოხატვის პირველი ფაქტი არ არის. უკრაინის შეიარაღების მიწოდებაზე უარი, რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენა, საგარეო კურსი, სანქციები - ეს ის საკითხებია, რის გამოც კასიანოვმა ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, მოგვიანებით კი საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება დასჭირდა.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: