პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვდნენ
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და 2020 წელს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ასევე, გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, საპატიო თანამშრომლის წოდებით და რანგის მინიჭებით დააჯილდოვა. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ გოჩა ჯანყარაშვილს და ბადრი გოგლიძეს, რომელიც 2020 წლის 14 აპრილს კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროკურატურის თანამშრომლის საპატიო წოდება მიენიჭათ ია დარჯანიას და გივი ბაღდავაძეს, ასევე დაჯილდოვდნენ აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის ზვიად გუბელაძე, ლევან ზაალიშვილი, დავით ლეპერტი და გრიგოლ ჩახუნაშვილი. პროკურატურის 67 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადაეცა, ხოლო რანგირების სისტემის მიხედვით, პირველი რანგი 6 პროკურორს, მეორე რანგი კი 16 პროკურორს მიენიჭა. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-g...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად საქა...
საქართველოს პროკურატურა
პროკურორის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე
Georgian Government
პროკურატურის თანამშრომელთა პრფესიული დღე
TV IMEDI
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია GREC...
საქართველოს პროკურატურა
0
პროკურატურაში, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკ...
საქართველოს პროკურატურა