ფიცის დადების ცერემონია

05/26/2015
Irakli Gharibashvili-ის მიერ

თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მოაქვს და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს სამწუხაროდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფიცის დადების ცერემონიას მთავრობის მეთაური მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო. მან საქართველოს მოქალაქეებს, ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს დამოუკიდებლობა ეს ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს არის დასაწყისი ქართული სახელმწიფოებრიობის. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და სახელმწიფოს, როგორც ერთიანი ოჯახის, გაძლიერებასა და გამტკიცებას. დამოუკიდებლობის დღე არის, ამავე დროს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე. როცა ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ იმ საერთო სიკეთეს, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს მოაქვს. ამ იდეას მრავალი თაობა შეეწირა. მრავალი მათგანის ოცნებად დარჩა მისი ხილვა, ხოლო დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა. ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. ეს არის პასუხისმგებლობა ამავდროულად, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, ვისაც უნდა დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე\",–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად წვევამდელებს მიულოცა.


ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6012

ვიდეოები „Irakli Gharibashvili"-ისგან