მსჯავრდებული ადეიშვილი ჰააგაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

03.04.2024 03:02

თბილისში ხუთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის მორიგ პოლიტიკურ ტურნეს ეხმაურებიან. ადეიშვილის დასწრებას ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ - კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. საქართველოს პროკურატურიდან ჰოლანდიაში ადეიშვილის დაკავებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, თუმცა, მმართველი პარტიის რეაგირებას ოპოზიციის ნაწილი ფარისევლობას უწოდებს. მათი განმარტებით, ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ თავად შეწყვიტა. შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილი ასევე იმყოფებოდა ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: