მსჯავრდებული ადეიშვილი ჰააგაში
ბელგიის და გერმანიის შემდეგ ჰოლანდია. საქართველოში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი ამჯერად ჰააგაში მართავს შეხვედრებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, ჰოლანდიაში უკრაინის გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაციის შემადგენლობაშია. ოფიციალური შეხვედრების გარდა დღის წესრიგი იმ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობასაც მოიცავს, რომელიც უკრაინაში სამართლიანობის აღდგენას ეხება. მძიმეა ოფიციალური თბილისის რეაქცია. საქართველოს პროკურატურიდან ჰოლანდიაში ექს-მაღალჩინოსნის დაკავების და ქართული მხარისთვის გადმოცემის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. ბუნდესტაგის და ევროკომისიის შემდეგ ეს ბოლო ორ თვეში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის სახელით ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ექსტრადირების შესახებ მიმართვები ერთი თვის წინ გერმანიასა და ბელგიაშიც გაიგზავნა, თუმცა რეაგირების გარეშე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსჯავრდებული ადეიშვილი ჰააგაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილი უკრაინულ დელეგაციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილი უკრაინის სახელით
TV IMEDI
მსჯავრდებული ადეიშვილი ევროსაბჭოში
TV IMEDI
მსჯავრდებული ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძებნილი ადეიშვილი ბუნდესტაგში
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 6 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster