ხერსონის გათავისუფლება - ისტორიული დღე უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის გათავისუფლებას ისტორიული დღე უწოდა. ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს. მათ ხერსონის ქუჩაში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებსაც უკრაინული დროშები ეჭირათ ხელში. ეროვნული დროშა აღმართეს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი შტაბი გაანადგურეს, რა დროსაც 30 ოკუპანტი დაიღუპა. განადგურდა სამხედრო ტექნიკა. უკრაინული ქევდანაყოფების ნაწილმა მდინარე დნიპრის მარჯვენა სანაპირომდეც მიაღწიეს. უკრაინელების ცნობით, ამჟამად მოწინააღმდეგეთა გამოვლენისა და განადგურების ოპერაციები ხერსონის სხვადასხვა ნაწილში გრძელდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ამჯერად მდინარე დნიპრის მარცხენა სანაპიროს დასახლებებიდანაც აპირებენ მოქალაქეთა და ოჯახების ევაკუაციას. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელემა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. გასულ 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 23 საავიაციო დარტყმა მიიტანა. მათ შორის ხარკოვის,ლუგანსკის, დონეცკის, ვინიცის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქების ტერიტორიაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხერსონის გათავისუფლება - ისტორიული დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 42-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხერსონის გათავისუფლებას თეთრი სახლი ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხერსონი თავისუფლებას ზეიმობს
Euronews Georgia
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 160-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster