ხერსონის გათავისუფლება - ისტორიული დღე უკრაინაში
11/12/2022
უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის გათავისუფლებას ისტორიული დღე უწოდა. ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს. მათ ხერსონის ქუჩაში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებსაც უკრაინული დროშები ეჭირათ ხელში. ეროვნული დროშა აღმართეს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი შტაბი გაანადგურეს, რა დროსაც 30 ოკუპანტი დაიღუპა. განადგურდა სამხედრო ტექნიკა. უკრაინული ქევდანაყოფების ნაწილმა მდინარე დნიპრის მარჯვენა სანაპირომდეც მიაღწიეს. უკრაინელების ცნობით, ამჟამად მოწინააღმდეგეთა გამოვლენისა და განადგურების ოპერაციები ხერსონის სხვადასხვა ნაწილში გრძელდება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ამჯერად მდინარე დნიპრის მარცხენა სანაპიროს დასახლებებიდანაც აპირებენ მოქალაქეთა და ოჯახების ევაკუაციას. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელემა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
გასულ 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 23 საავიაციო დარტყმა მიიტანა. მათ შორის ხარკოვის,ლუგანსკის, დონეცკის, ვინიცის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქების ტერიტორიაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.