თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
03/20/2022
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან და ზოგიერთ თემაზე თითქმის შეთანხმდნენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქმა დიპლომატმა გამოცემა „ჰურიეთისთვის“ მიცეულ ინტერვიუში განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმედი აქვს, თუ მხარეები შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისგან უკან არ გადადგამენ ნაბიჯს. პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად კი, თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „თუ იქნება მშვიდობა, თუ იქნება შეთანხმება, ისინი აუცილებლად შეხვდებიან“. მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას სწორედ თურქეთმა უმასპინძლოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.