„შენ წინ შენი ქალაქია,\"- ამ სახელწოდების აქციით სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის სამუშაოებს შეუერთდნენ. მოხალისეებმა ქეთევან წამებულის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილი თოვლისგან გაწმინდეს და თანაქალაქელებს აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. დასუფთავების აქციის მოწყობის იდეის ავტორი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის\" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. ჟანა დიდებაშვილის თქმით, ღონისძიების მოწყობის იდეა საზოგადოების წევრებს ტელეკომპანია „თანამგზავრის\" თოქ-შოუ „დიალოგში\" დაებადათ და თელავში პირველი თოვლის მოსვლისთანავე, იდეა რეალობად აქციეს. როგორც აქციის წევრები ამბობენ, მსგავსი სახის აქტივობები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fcfzej
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fcfzej