სახელმწიფო აუდიტი: თვითმმართველობებში შიდა აუდიტი არაეფექტურად მუშაობს
05/05/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. საჯარო შეხვედრას, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობების, შიდა აუდიტის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.
2016 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგების თანახმად, რამდენიმე სისტემური მიგნება და დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ხარვეზები შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობაში.
უწყების წარმომადგენლების თქმით, შიდა აუდიტის სამსახურები ვერ ახერხებენ დაწესებულებების საქმიანობის სრულყოფისა და ფინანსების მართვის გაუმჯობესებისთვის ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
„იმ დარღვევებისა თუ პრობლემატური საკითხების დიდი უმრავლესობა, რასაც გამოავლენს ხოლმე სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმების დროს, სამწუხაროდ, შიდა აუდიტის მიერ აღმოჩენილი არ არის. აუდიტის სამსახურები ამ პრობლემებს დროულად ვერ ავლენენ ან არ აქვთ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციები, რაც, გარკვეულწილად, მიუთითებს, რომ ეს სამსახურები არ არის ეფექტური“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.
მისივე განმარტებით, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ტრენინგებს ატარებს, მათ შორის, შიდა აუდიტის თემაზე და დაინტერესების შემთხვევაში, შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომლებს გადაამზადებენ.
ქალაზ ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ჟვანია ამბობს, რომ ყველა დარღვევა მათი სამსახურის მიერ გამოვლენილი იყო და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გამოსწორდა. მისივე თქმით, სამსახურის სახელმწიფო აუდიტის მუშაობის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - აღნიშნა ჟვანიამ.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გაამახვილეს ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში გამოვლენილ ხარვეზებზე, მათ შორის, დაუსაბუთებელ წარმომადგენლობით ხარჯებზე, შეწყვეტილ პროექტებზე, ქონების განკარგვის პროცესებსა და სხვა პრობლემებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა, საკრებულოებმა შესაბამისი წესები შეიმუშაონ, რათა მსგავსი პრობლემები აღმოიფხრას და მათი მუშაობა უფრო ეფქტური გახდეს.
საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროექტის „ აუდიტის პროცესსი მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში ხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/