კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია-ოზურგეთი
02/11/2016
culturegovge culturegovge-ის
მიერ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის მიერ დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
10 თებერვალს, ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - გია სალუქვაძე და ოზურგეთის მერი - ბეგლარ სიორიძე. შეხვედრას დაესწრნენ გურიის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045