ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის წარდგენა

21.11.2014 04:08

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციამ გახსნა. სტრატეგიის სამუშაო ვერსია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ წარადგინა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიციური რესურსით ძალადობასთან და კრიმინალთან ბრძოლა საკმარის ძალისხმევას არ წარმოადგენს; მნიშვნელოვანია ძალადობის წარმოშობის ფაქტორებისა და პირობების ანალიზი, ყურადღების გამახვილება მის შემცირებაზე, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და შესაბამისი სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება; აუცილებელია ძალადობის პრევენციისა და მართვის არსებული მექანიზმების შეფასება, მათი ეფექტიანობის გაზრდა და ახალი მექანიზმების დანერგვა. ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და შესაბამისი განხილვების მოწყობის გზით, დაიხვეწება დოკუმენტის სამუშაო ვერსია და სამომავლოდ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/0HKzqM

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სამუშაო შეხვედრა
01:56

სამუშაო შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია სტუდენტებს წარედგინა
03:48

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია სტუდენტებს წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალური საფუძვლები
06:08

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალური საფუძვლებ...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება
01:14

ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თანამედროვე კოლონიზაცია: კულტურული ფასეულობები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში
28:02

თანამედროვე კოლონიზაცია: კულტურული ფასეულობები რუსეთის მიერ...

ჩუბინაშვილის ცენტრი - Chubinashvili Centre

ძალადობის პრევენციის საკოორდინაციო შეხვედრა \"ათინათში\"
02:30

ძალადობის პრევენციის საკოორდინაციო შეხვედრა "ათინათში"

sopo xubulava

ძალადობის პრევენციის ახალი მექანიზმი
03:37

ძალადობის პრევენციის ახალი მექანიზმი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობის პრევენციის სტრატეგია
03:05

ძალადობის პრევენციის სტრატეგია

PIA FUN

ყველა ვიდეო