აშშ ის და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ
მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დიდი ალბათობით ყველაზე რთული და გადამწყვეტი იქნება. ზეპირი განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მოთხოვნების წერილობით პაკეტს უგზავნის და პასუხს ელის. ოპონენტების მიერ კომპრომისად მიჩნეული ვადამდელი არჩევნები მთავარ მოთხოვნად რჩება, გაჩნდა ახალი წინადადებებიც, რომლებსაც ოპოზიცია ჯერ არ ასაჯაროებს. იმ ფონზე, რომ არჩევნების თავიდან ჩატარებას მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, კომპრომისული შეთანხმების მიღწევა სულ უფრო რთულდება. საინტერესოა, რომ დღეს აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში, დიპლომატებთან შეხვედრაზე მხოლოდ ექვსი ოპოზიციური ძალა მივიდა, შალვა ნათელაშვილი კონსულტაციებს აღარ დაესწრო. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ირმა ინაშვილიც. „პატრიოტთა ალიანსს“ ცალკე გაწერილი სტრატეგია აქვს და როგორც ირკვევა, პარტიის ლიდერმა ელჩებს საკუთარი პოზიცია ინდივიდუალურად უკვე გააცნო. მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში არსებულ სირთულეებზე საუბრობენ ელჩები, თუმცა დიპლომატები გამოსავლის პოვნის იმედს არ კარგავენ. ახლა მთავარი კითხვაა როგორ უპასუხებენ ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველ პარტიაში. პასუხის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი მოთხოვნათა პაკეტის გასაჯაროვებას გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ინდივიდუალური შეხვედრები აშშ-ის ელჩის რეზიდენ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია / ელჩები ოპოზიციასთან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 კონსულტაციები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia