მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია / ელჩები ოპოზიციასთან მოლაპარაკებას მართავენ #LIVE

20.11.2020 01:40:05

• თავდასხმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები და წარმატებული სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად - დაკავებულია პირი, რომელიც „ემბისის“ დიდუბის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა; თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ აზარტული თამაშების აკრძალვას, ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთის დაწევას და მედიკამენტების გაიაფებას ითხოვდა; ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები; • არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათი რჩება, საერთაშორისო პარტნიორები კი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავენ - აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ახლა უკვე, ცალ-ცალკე ხვდებიან; დილიდან დაწყებული მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება; • საქართველოში 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება - ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 17 ოლქში კიდევ ერთხელ დააფიქსირებს; სამკურნალო დაწესებულებებში, კოვიდ-სასტუმროებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს 80 სპეცუბანი მოემსახურება; დღეს და ხვალ გამონაკლისის სახით უქმდება 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა; არჩევნების მეორე რაუნდი ეპიდემიის პირობებში და სპეციალური ზომები, რომლის დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა; • საქართველოში ახალმა კორონავირუსმა კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა - 3 768 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში და 4 055 განკურნებული პაციენტი; ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა; კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობა ახლა უკვე ყველა კლინიკისთვის სავალდებულოა; მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება-გაფართოებაზე მსჯელობს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია საფრანგეთში
00:16

მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია საფრანგეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა
11:33

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია ზუგდიდში - პოლიტიკური შეფასებები
05:44

სპეცოპერაცია ზუგდიდში - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მძევლების სიცოცხლე ამ დრომდე საფრთხეშია / ახალი გარემოებები დავით გარეჯის საქმეში #LIVE
02:04:55

მძევლების სიცოცხლე ამ დრომდე საფრთხეშია / ახალი გარემოებები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია - გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება
00:41

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია - გრიგოლ ლილუა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი თავისუფალია

სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი თავისუფალია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია კასპში
06:14

სპეცოპერაცია კასპში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო