აშშ ის და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ
12/04/2020
მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დიდი ალბათობით ყველაზე რთული და გადამწყვეტი იქნება. ზეპირი განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მოთხოვნების წერილობით პაკეტს უგზავნის და პასუხს ელის. ოპონენტების მიერ კომპრომისად მიჩნეული ვადამდელი არჩევნები მთავარ მოთხოვნად რჩება, გაჩნდა ახალი წინადადებებიც, რომლებსაც ოპოზიცია ჯერ არ ასაჯაროებს. იმ ფონზე, რომ არჩევნების თავიდან ჩატარებას მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, კომპრომისული შეთანხმების მიღწევა სულ უფრო რთულდება. საინტერესოა, რომ დღეს აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში, დიპლომატებთან შეხვედრაზე მხოლოდ ექვსი ოპოზიციური ძალა მივიდა, შალვა ნათელაშვილი კონსულტაციებს აღარ დაესწრო.
დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ირმა ინაშვილიც. „პატრიოტთა ალიანსს“ ცალკე გაწერილი სტრატეგია აქვს და როგორც ირკვევა, პარტიის ლიდერმა ელჩებს საკუთარი პოზიცია ინდივიდუალურად უკვე გააცნო. მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში არსებულ სირთულეებზე საუბრობენ ელჩები, თუმცა დიპლომატები გამოსავლის პოვნის იმედს არ კარგავენ. ახლა მთავარი კითხვაა როგორ უპასუხებენ ოპოზიციის მოთხოვნებს მმართველ პარტიაში. პასუხის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი მოთხოვნათა პაკეტის გასაჯაროვებას გეგმავენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.