ზუგდიდში, რუსთაველის ქ. #84-ში მდებარე სამკერვალოს თუ ესტუმრებით, ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღებას შეძლებთ. ეს არის სოციალური საწარმო, რომელიც მორგებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ კლიენტებზე. ამ ყველაფერს კი სამკერვალოში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ქმნიან.
სოციალური საწარმო ასოციაცია „ჰანგის“ ბაზაზე დაფუძნდა და 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა. ანალოგიური საწარმო რეგიონში არ ფუნქციონირებს.
ასოციაცია „ჰანგის“ პროექტების მენეჯერი გურამ ჩიხლაძე აცხადებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სოციალურ მეწარმეობასთან თანამშრომლობის პრაქტიკა განვითარებული არ არის, ამიტომ პროდუქციის რეალიზება ჭირს.
ჩიხლაძის თქმით, თუკი სოციალურ მეწარმეობას ადგილობრივი ბიზნესი მარკეტინგული კუთხით წაეხმარება, შესაძლებელი გახდება ერთის მხრივ მეტი ბენეფიციარის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორეს მხრივ კი მოხდება სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა საზოგადოებაში.
ვრცლად იხილეთ მასალა ვებპორტალზე cso.ge: http://www.cso.ge/view.php?type=journ...