ბიზნესმენი ქუთაისში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვს
ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით შექმნილი ყვავილებისა და მცენარეების სასათბურე მეურნეობა Flora -Westland მდებარეობს. Flora-Westland ქართველი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ბადრი კილაძეა. მისი ბიზნეს პარტნიორი წარმოშობით ქართველი, ჰოლანდიის მოქალაქეა, რომელმაც გარემო პირობების შესწავლის შემდეგ ქუთაისში ინვესტიცია განახორციელა. როგორც მეპატრონე ამბობს, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ამ ეტაპზე სათბურში მოყვანილი პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გადის, მცენარეები ძირითადად იყიდება მსხვილ ჰიპერმარკეტებში და ყვავილების მაღაზიებში, ასევე გამოიყენება ქალაქების გამწვანებისას. ბადრი კილაძე ბიზნესის განვითარებაში ხელისშემშლელ გარემოებად სახელმწიფოსთან დავას ასახელებს. კერძოდ კი მის საკუთრებაში არსებული ბიზნესკომპლექსი ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას შეეწირა. ქონების ადეკვატური ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო დავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმდინარეობს. როგორც კილაძე ამბობს, მას სამართლიანი ანაზღაურება არ მიუღია. მისი თქმით, ქონება მის მიერ დაქირავებული აუდიტორის მიერ 1.2 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუდიტის მიერ - 345 000 დოლარად. მისი თქმით, კომპენსაციის აღების შემთხვევაში ძირითადი თანხა ისევ ამ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. მასალა იხილეთ ვრცლად cso.ge-ზე : http://www.cso.ge/view.php?type=journ...
R-CSN Georgia-ის სხვა ვიდეოები
ვენახი სათბურში - იმერელი ფერმერის ინოვაციური ბიზნ...
მუხაესტატეს მაცხოვრებლები შიდა გზების, გაზის და წყ...
02:16
შშმ გოგონას და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფა უმძიმეს...
03:34
ბიზნესმენი ქუთაისში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ...
43:34
„რეგიონის დროით" -- გადაცემა XV
42:10
„რეგიონის დროით" -- გადაცემა VIII/19/01/2014
42:34
„რეგიონის დროით" --გადაცემა IV _ 15/12/2013
38:32
„რეგიონის დროით" --გადაცემა VI _ 29/12/2013
მსგავსი ვიდეოები
მიმართვა პროკურატურას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა
Kutaisi Post
ნუცა ფრუიძე - 11 წლის ქუთაისელი პედაგოგი
პატარების დიდი შოუ
დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვალერი გელაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster