ოპოზიციის გადაწყვეტილება და მმართველი გუნდის პასუხი


მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა. პარლამენტის პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე დაგეგმილი გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი კი არ შედგა. ოპოზიცია ბოიკოტს ძალაში ტოვებს და მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ. გამონაკლისი ალეკო ელისაშვილია, რომელიც ბოიკოტის წერილობითი გაფორმების ხვალინდელ ცერემონიას არ უერთდება. სიის გაუქმებაზე ბოლო მომენტამდე ფიქრობდა გიორგი ვაშაძე, დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ერთობლივ განცხადებაზე მისი ხელმოწერაც იქნება. ოპოზიციური პარტიები ხვალ პარლამენტთან ახლოს შეიკრიბებიან და საკუთარი საარჩევნო სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ. ბოიკოტს უერთდება, თუმცა ცერემონიაზე მისვლას და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების წერილობით დადასტურებას არ ჩქარობს „გირჩი“. თავის მხრივ ძალაში რჩება მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნებისმიერი მიმართვა მაშინვე დაკმაყოფილდება. ამ ვითარებაში გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ელჩების შუამავლობით დიალოგი. ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებას აპირებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან