„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება
როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. საკითხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა. მიღებული გადაწყვეტილება ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით 12-ივე რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები. მომზადდება საკანონდებლო ინიციატივები, რომლებიც წარედგინება პარლამენტს. განსაზღვრულია კონკრეტული ვადებიც. ასევე მიღებული ცვლილებები საბოლოო დამტკიცებამდე შესაფასებლად გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეფექტიანად შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, თუმცა დეპოლარიზების მიმართულებით აუცილებელია ოპოზიციის ძალისხმევაც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რადიკალურ პოლიტიკურ რიტორიკაზე და მოქმედებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. დეპოლარიზაციის მიმართულებით ასევე იქმნება სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებულ ვითარებაზე გარკვეული პერიოდულობით წარადგენს ანგარიშებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე #დღისთემა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო უმრავლესობამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ეროვნულმა ფორუმმა" საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა (2tv)
ეროვნული ფორუმი
#მოამბე 21 საათზე, პირველი თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდ...
Maestro Television
მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადააყენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati