სტრასბურგის სასამართლოს განმარტება


მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პრესრელიზს ავრცელებს სტრასბურგის სასამართლო.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის და მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“, მას შემდეგ შიმშილობს, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომელმაც დაადასტურა, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა. „სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომები დააკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი. სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან