სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრასბურგის სასამართლოს განმარტება
გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ვნებათაღელვის და პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემაა. ქვეყნდება ახალი კადრები მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან იმის სადემონსტრაციოდ, რომ ციხის საავადმყოფო მულტიპროფილური კლინიკის ყველა სტანდარტს და პირობას აკმაყოფილებს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ქმნის და რეგულარულ მონიტორინგს გეგმავს. მე-18 დაწესებულებაში შესვლას აპირებს დეპუტატთა ჯგუფიც. თუმცა, ციხის საავადმყოფოში არსებულ გარემოს შიმშილობის და შიმშილობის შემდგომი პერიოდის სამართავად აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და თანამოაზრეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დღის წესრიგიდან არ ხსნიან. ამავე პოზიციაზეა უკრაინის სახალხო დამცველიც, რომელსაც პატიმართან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანამ სტრასბურგიდან მეორე გზავნილი მიიღო. შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ციხეში ექს-პრეზიდენტის უსაფრთხოების და მისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე მიუთითებს, გამოუსწორებელი ზიანის რისკის შემთხვევაში კი დროებითი გადაუდებელი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტრასბურგის სასამართლოს განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის საქმე და ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილმა სტრასბურგიდან სარჩელი გაიწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კლინიკის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და სააკაშვილის ფაქტორი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილმა სტრასბურგიდან სარჩელი გაიწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster