ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და სააკაშვილის ფაქტორი
ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის გარშემო ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი. მმართველი გუნდი ევროპელი დეპუტატების ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებად აცხადებს. სწორედ მათ პოლიტიკურ ინტერესად სახელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ უკვე მესამე რეზოლუციაში მოხვდა. 425 ხმით გუშინ მიღებულ დოკუმენტში განსაკუთრებული ვნებათაღელვა სწორედ იმ ჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კლინიკაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. და ეს მაშინ, როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი პარტიაც აღარ აპელირებს. თუ წინა რეზოლუციებში ევროპელი დეპუტატები ექიმთა კონსილიუმის და ექს-პრეზიდენტის ოჯახის მიერ მოწვეული სპეციალისტების დასკვნებს იშველიებდნენ, ახლა სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზად მხოლოდ ჰუმანიტარული საფუძვლებია მითითებული. მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობებთან ერთად „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის დარღვევა ვერ დაადგინა და სამკურნალოდ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანაზე უარი თქვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის რეზოლუცია - ოპოზიციური სპექტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტში მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციასა და მასში გამოთქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და სანქციები ივანიშვილს...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#მოამბე 21 საათზე, 10 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster