პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესი


ამნისტიის კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში დაიწყება. ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში „ქართული ოცნებიდან“ მთავარ მომლაპარაკებელს განხილვების დროს ახალი სტატუსი ექნება - არჩილ თალაკვაძე შეთანხმების პუნქტების შესრულებას არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ უკვე ვიცე სპიკერის რანგში შეეცდება. საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კახა კუჭავა ხვალ უნდა აირჩიონ. მანამდე კი ორი დღის წინანდელი გადაწყვეტილების გარშემო ვერსიები არ წყდება.

არჩილ თალაკვაძის გადადგომის მიზეზად „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული არგუმენტი არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თალაკვაძე სწორედ მოლაპარაკებების შედეგის და 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების შინაარსის გამო გადააყენეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან