საარჩევნო რეფორმა - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

20.12.2023 06:57

ცხრა რეკომენდაციიდან ერთი პუნქტი უკვე გახდა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა. ევროკომისიამ საქართველოს პრიორიტეტებს შორის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც დაუსახა. თუმცა, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს ვენეციის კომისია და ეუთო-ოდირი იწუნებს. საუბარია მმართველი პარტიის ინიციატივით ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ პროექტზე, რომლის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების ასარჩევად უბრალო უმრავლესობის ხმებიც საკმარისი გახდა. ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის რეკომენდაციით, პროცესი პარლამენტის თავმჯდომარისგან ისევ პრეზიდენტმა უნდა გადაიბაროს და კვლავ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაწერილი წესი ამოქმედდეს, რაც ნიშნავს, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელის და არაპარტიული წევრების დასამტკიცებლად კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 100 ხმა იქნება საჭირო. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილება იმ არგუმენტით ახსნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის 100 ხმით არჩევის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის გამოყენება გახდა საჭირო.  მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს ელოდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: