#ინტერVIEW როგორ გაჩნდა ეთნიკური ძალადობა კავკასიაში / რა ელის კაპიტალიზმს მსოფლიოში
12/22/2016
22 დეკემბერი, 2016
• დღეს გადაცემა #ინტერVIEW მასპინძლობს გეორგი დერლუგიანს − სოციოლოგს, პუბლიცისტს, გლობალიზაციის მკვლევარს.
• 2005 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ მის წიგნს − „ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი კავკასიაში“ − ჟურნალ „ფორინ ეფერზის“ რეცენზენტმა უწოდა „გონივრული, ორიგინალური და უაღრესად შთამბეჭდავი გამოკვლევა იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ეთნიკური ძალადობა კავკასიაში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე“.
• მსოფლიოში ახლა მშფოთვარე პერიოდია - კონფლიქტები, ძალადობა, ეკონომიკური კრიზისები, ფუნდამენტალისტთა ექსტრემიზმი და მემარჯვენე პოპულისტი ძალების აღზევება ჩვენი დროის მთავარ მახასიათებლებს შორისაა. არის თუ არა რაიმე ლოგიკა ამ პროცესებში?
• რა ელის კაპიტალიზმს, როგორც ეკონომიკურსა და პოლიტიკურ სისტემას?
• რატომ მიიღო ასეთი განსხვავებული ფორმა პოსტსაბჭოთა პერიოდმა სხვადასხვა რეგიონში - ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც მალევე გადაიქცნენ ლიბერალურ დემოკრატიებად; კავკასიაში, რომელიც ეთნიკურმა ნაციონალიზმმა და ძალადობამ მოიცვა; და შუა აზიაში, სადაც ბევრი არაფერი შეცვლილა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურამ დიდწილად შეინარჩუნა ძალაუფლება?
• სალომე ასათიანის საუბარი გეორგი დერლუგიანთან ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს ეხება.