რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ქალაქ ბუჩას ქუჩებში მოქალაქეების ცხედრები დაახლოებით სამი კვირა იყო დატოვებული. იუწყება „ნიუ იორკ თაიმსი“. გამოცემამ სატელიტური გამოსახულებები შეისწავლა, რაც მათ თქმით, არ ადასტურებს რუსეთის განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს. ადგილობრივები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული. ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. ამ მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული მოქალაქეები 20-დან 21 მარტამდე მონაკვეთში მოკლეს. ბუჩაში გუშინ უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი პირის ცხედარი, თუმცა, მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. მოკლულთა ნაწილს წამების კვალი აღენიშნება. ბუჩაში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან