იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს


რუსული ოკუპაცია იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა დღეს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე:  „ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“ - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ეზოში შეკრებილებს.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში, საბჭოთა რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს პატივი მიაგეს. სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტიც და განაცხადა, რომ საბჭოთა ჰიმნის პარლამენტში გაჟღერება, იუნკრების შეურაცხყოფაა. ცერემონიალს დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან