იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

23.02.2023 01:55

დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა – საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებენ. რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მიწვეული სტუმრები იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. 1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. გმირი ქართველი ახალგაზრდების ხსოვნას პატივი დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში და იუნკერთა ხსოვნის მემორიალზე მიაგეს. 23 თებერვალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა პრემიერ მინისტრის წერილიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
03:35

იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
01:18

პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
01:06

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პ...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
03:17

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მი...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საბჭოთა ოკუპაციის დღეს იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
02:44

საბჭოთა ოკუპაციის დღეს იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდში იუნკერთა და 1924 წელს აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
01:35

ზუგდიდში იუნკერთა და 1924 წელს აჯანყებულთა ხსოვნას პატივი მი...

Radio Atinati

„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამართა
01:08

„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამა...

Radio Atinati

იუნკერთა ხსოვნას წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა_პანსიონის აღსაზრდელებმა პატივი მიაგეს
03:56

იუნკერთა ხსოვნას წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა_პანსიონ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ყველა ვიდეო