სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას და ხელისუფლების პასუხი


უკრაინაზე საუბრით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე გამოსვლა.

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი მიმართვა ძირითადად ისევ პოლიტიკური შინაარსის იყო, რომელსაც არაერთი ადრესატი ჰყავდა. მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც ექს-პრეზიდენტმა უახლოეს გეგმად და მიზნად ხელისუფლების შეცვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობა დაუსახა. ბრალდების მხარის მოწოდების მიუხედავად, სააკაშვილი მტკიცებულებების გამოკვლევაში არც ამჯერად ჩართულა. სიტყვით გამოსვლის და არაერთი რეზონანსული განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა. სასამართლოდან მიღებულ გზავნილებს არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილისთვის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები გაუგებარი, კრიტიკა კი მიუღებელია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან