ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი


ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები, 2019 წლის სწავლებას დაესწრნენ. წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურობით მიმდინარეობს.  დელეგაციას, რომელსაც ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი ხელმძღვანელობდა, სწორედ თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. მაღალი რანგის სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობებსაც გაეცნენ. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სწავლებას საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. წვრთნები დღეს დასრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან