ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა

02.03.2017 09:11

გენერალი პეტრ პაველი: „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში“ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნასაქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას. ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარადჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას. #NATOMC #Georgia

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა
03:38

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა

TV IMEDI

ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას მართავს
02:38

ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომ...

TV IMEDI

გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
01:17

გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

თავდაცვის სამინისტრო

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი
03:52

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
02:52

თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას...

თავდაცვის სამინისტრო

თბილისში დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ელოდებიან
00:48

თბილისში დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ელოდებიან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი
01:33

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტთან
04:14

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტთა...

თავდაცვის სამინისტრო

ყველა ვიდეო