„მოგზაურობა ისტორიაში“ - ყოველ კვირას საქართველოს პირველ არხზე

12.11.2021 06:32

ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე. 14 ნოემბრიდან ჩვენს ეთერში ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალი იწყება. 10-ეპიზოდიანი საავტორო პროექტი აბრეშუმის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე გვიამბობს.  დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდის ჩვენება „კავეა გალერეაში“ დღეს გაიმართა. 30-წუთიანი ეპიზოდებით გადაცემის ავტორი მაყურებელს იმ გზაზე გაატარებს, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდა. სერიალის რეჟისორი ლევან ახობაძეა ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: