მოგზაურობა გოგნში და ნიკორწმინდაში
05/25/2020
იუთუბ არხი
➡️https://www.youtube.com/channel/UCiUn...
➡️ ჩემი ფეისბუკ ფეიჯი
/ ლაშა-ბაძგარა. .
➡️ ჩემი ისტაგრამ ფეიჯი
/ lasha__badz. .
რეჟისორი: ლაშა ბაძგარაძე
ჩვენი შემდეგი მოგზაურობა იმერეთსა და რაჭაში იყო პირველი ვეწვიეთ გოგნის წმინდა გიორის სახელობის ეკლესიას.
როგორც ვხედავთ ეკლესიას კარები არ აქვს გადმოცემის თანახმად კარი ყოველ გაკეთებაზე თავისით უვარდებოდა ამიტომ საყდარს კარუგდებელა შეარქვეს ეს საოცარი სალოცავი მდებარეობს ტყიბულთან ახლოს სოფელ გოგნში, გოგნის მთაზე.
ყოველ წელს აქ საოცარი სანახობა იშლება მნახველთა თვალწინ გიორგობა დღეს მრევლი გზას ფეხშიშველი შეუყვება მცირე საყდარის მოსალოცათ ასევე მოჰყავთ შესაწირად საკლავიც...
ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით აშენდა დიდი ტაძარიც
ნიკორწმინდას მისულს პირველი რაც ადამიანს თავში გაუევლებს გალაქტიონის დიდებული ლექსია .
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
ნიკორწმინდა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით იგი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით მოკლე სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით.
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც.
სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. 1634 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააგეს. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები კი მოგვიანებით მიაშენეს. 1534 წელს ტაძარი იმერეთის მეფეს, ბაგრატ III-ს განუახლებია. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე პერიოდისაა.